სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქცია

ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოთხოვნით სტუდენტებმა აქცია გამართეს

სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოთხოვნით სტუდენტებმა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მოითხოვენ, რომ საქართველომ ოფიციალურ დონეზე სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ მიიღოს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანას ამისთვის საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს. მათი განცხადებით, რუსეთი ოფიციალურად იმყოფება საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, სოჭში პირველი მეჩირაღდნე იქნება რუსი მფრინავი, რომელიც 2008 წელს ქართულ ქალაქებს ბომბავდა.

სტუდენტების განცხადებით, ამ ოლიმპიადით საქართველომ უკვე ბევრი იზარალა და არის საფრთხე, რომ რუსეთი ოლიმპიადას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს.

 

კომენტარები