კეზერაშვილის საქმე

შოთა მინდელი: ინტერპოლმა კეზერაშვილი წითელ ცირკულარში არ ჩასვა

AFP.com

დავით კეზერაშვილი წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა,ეს განცხადება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა შოთა მინდელმა გადაცემა ფოკუსში გააკეთა. ადვოკატის ინფორმაციით, ქართული მხარის მოთხოვნა კეზერაშვილის ძებნის წითელ ცირკულარში ჩასმასთან დაკავშირებით, ინტერპოლმა არ დააკმაყოფილა.

"საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია რომ იუსტიციის სამინისტრომ და შესაბამისად პროკურატურამ გადასცეს ინტერპოლის შესაბამის სამსახურებს მოთხოვნა ძებნის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით ეს მოთხოვნა შესაბამისად დასაბუთებული არ იყო, ამიტომ ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს დავით კეზერაშვილის ძებნის წითელ ცირკულარში ჩასმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს რაც მოხდა ორი დღის წინ და დღესაც მიმდინარეობს, გახლავთ ცალსახად ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგი. თუმცა უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან ეს თანამშრომლობა ამით არ დასრულებულა და ექსტრადაციამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. არის გარკვეული სამართლებრივი პროცედურები, რაც ადვოკატებს გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ექსტრადირება არ განხორციელდება," - განაცხადა შოთა მინდელმა.

კომენტარები