პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: სააკაშვილმა მოახერხა, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

სააკაშვილმა ერთი წერილით მოახერხა, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბეჭდური მედიის და რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სააკაშვილს და მის გუნდს კიდევ აქვთ გავლენა ევროპასა და აშშ-ში, თუმცა ეს გავლენა შესუსტებულია. მისი თქმით, სწორედ ამ გავლენის დამსახურებაა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ინტერპოლმა წითელ ცირკულარში არ ჩასვა. 

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცალკეულ ქვეყნებთან ძალიან აქტიურად იმუშავა. "ყურადღებით დააკვირდით პროცესებს, კეზერაშვილის დაჭერა იყო ჩვენი ძალიან დიდი მუშაობის შედეგი. წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით, სააკაშვილმა ეს ერთი წერილით მოახერხა, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იქნებოდა. ცალკე ვიმუშავეთ თითოეულ სახელმწიფოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. კეზერაშვილმა მოახერხა და გადალახა ლონდონის საზღვარი, თუმცა საფრანგეთში დაიჭირეს. რაც შეეხება ექსტრადირებას, ყველა სახელმწიფოს თავისი კანონები აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან კარგად მუშაობს და მაია ფანჯიკიძე ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია. 

კომენტარები