ზურაბ ადეიშვილი

ივანიშვილი: კორუფცია რომ არ იყო, ამაში ადეიშვილს ლომის წვლილი ჰქონდა

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, მაქსიმუმ კიდევ ერთი წელი გაჭიანურდება სამართლიანობის აღდგენა და მერე ყველაფერი დალაგდება.

"ჩვენ აღმშენებლობაზე უნდა გადავერთოთ და არა ანგარიშსწორებაზე, უნდა გავერთიანდეთ და წინ ვიყუროთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან ასევე ისაუბრა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც იძებნება.

"პოზიტივიც ბევრი იყო. ის, რომ სასამართლოში კორუფცია არ იყო და ფულს ვერ იღებდნენ, ზემოდან თუ არ უკარნახებდნენ და პოლიცია და პროკურატურაც ეგეთი იყო, ამაში ადეიშვილს ლომის წვლილი ჰქონდა. საუბედუროდ, ეს ნიჭი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული. მე ვთქვი, რომ იმ ჯგუფიდან იყო ნიჭიერი და კიდევ ვიმეორებ, მე ამის არ მარიდება. ადეიშვილი რომ ჩემი მინისტრი ყოფილიყო, საუკეთესო მინისტრი იქნებოდა. რასაც იდეოლოგი უკვეთავდა, ვერ გაუძლო, ამიტომ დაისჯება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ დაისჯება, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც დააშავა, მაგრამ რომ არ ყოლოდა მას ასეთი პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, პოზიტივში გადავიდოდა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ექსპო ჯორჯიაში ჟურნალისტებთან დღეს გამართული შეხვედრისას.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები