ტიმოშენკოს საქმე

შიკორსკი და ბილდტი: ტიმოშენკოს საქმე შერჩევითი სამართლის სიმბოლოა

იულია ტიმოშენკო სასამართლო პროცესზე
Reuters

შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან ტიმოშენკოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ითხოვენ. მინისტრების განცხადებით, ტიმოშენკოს საქმე  ევროკავშირისთვის შერჩევითი სამართლის სიმბოლო გახდა და სწორედ ამიტომ საკითხი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე უნდა გადაწყდეს.

რადოსლავ შიკორსკი და კარლ ბილდტი უკრაინის პრეზიდენტს პრობლემის სასწრაფო მოგვარებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მოვლენები გადამწყვეტ ფაზაში შედის და მალე გახდება ცნობილი შეძლებს თუ არა უკრაინა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.

ევროკავშირი უკრაინის ექსპრემიერ ტიმოშენკოს პოლიტიკური სასამართლოს მსხვერპლად მიიჩნევს, რაც ნოემბერში დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ხელისშემშლელ  ფაქტორად განიხილება. იანუკოვიჩის განცხადებით, ის მზადაა მისცეს ნება ტიმოშენკოს გაემგზავროს გერმანიაში სამკურნალო კურსის გასავლელად, თუ სპეციალურ ცვლილებას კანონში უკრაინის რადა დაამტკიცებს. თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩის პასუხი შერჩევითი სამართლის დასრულების მოთხოვნას არ შეესაბამება.

კომენტარები