ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი

წულუკიანი: იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მნიშვნელოვანი თემები მოხვდება

0 კომენტარი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქვეყნისთვის "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოსტულატები მოხვდება".

"ევროპარლამენტის რეზოლუციაში იმედი მაქვს მოხვდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოსტულატები, რაც ეხება ჩვენს სტრატეგიულ არჩევანს ევროკავშირისკენ სწრაფვის, პარაფირების პროცესს, რომელიც წარმატებით დასრულდება ვილნიუსის სამიტზე უკვე ახალი პრეზიდენტის მონაწილეობით და იმ პროცესს, რომელიც პარაფირებასა და ხელმოწერას შორის ექნება საქართველოს, ეს იქნება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიული წინსვლის პროცესი, რეფორმების პროცესი, რათა უფრო სწრაფად წავიწიოთ ამ მხრივ წინ", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ის მიესალმება, თუ რეზოლუციაში ის რეფორმები მოხვდება, რაც ქვეყანაში გატარდა.

"მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არ არის შერჩევითი მართლმსაჯულება, ძალიან ბევრ მოსამართლეს დროსთან ერთად კარგად ესმის, რომ თავისუფლება საკუთარ ან ვიღაცის ინტერესში კი არა, საქმის ინტერესში უნდა გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, თუკი ქვეყნის ევროპული არჩევანი, ის რეფორმები, რასაც ჩვენ ვატარებთ, რეზოლუციაში მოხვდება - და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება - მე ამას მივესალმები", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და საქართველოს მთავრობისგან მის გათავისუფლებას მოითხოვს.

დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ ევროპარლამენტი "მხარს უჭერს რა ასოცირების შეთანხმების ინიცირებას, მიიჩნევს, რომ ამ პროცესის წინაპირობა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელშესახები პროგრესი კანონის უზენაესობის სფეროში. ეს გულისხმობს ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარებას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები