დსთ

ლუკაშენკომ საქართველო დსთ-ში მიიწვია

Belarussian President Alexander Lukashenko speaks to the media at a polling station during local election in Minsk
Vasily Fedosenko / REUTERS

ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველი დსთ-ის შემადგენლობაში დაბრუნდეს - რუსული გამოცემა რია ნოვოსტის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ეს განცხადება დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა სხდომის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"საქართველოში, მათ შორის, ხელმძღვანელობაში, ძალიან ბევრია მსურველი, რომ ჰქონდეთ მოედანი, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ჩვენი სახელმწიფოების ცხოვრების საკითხების განხილვა", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს დსთ-ის შემადგენლობაში დაბრუნება წლის დასაწყისში, თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით შესთავაზა.

 

კომენტარები