არჩევნები 2013

საზოგადოებრივი დამცველი: რუსეთის ჯარმა საოკუპაციო ზოლი გადაკეტა

0 კომენტარი
ფოტო: www.tzona.org

საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფ ქართველებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დამცველის თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებრივი დამცველი არჩევნებზე დაკვირვებას კონფლიქტის ზონაში აწარმოებს. როგორც ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, დღეს დილიდან, საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფი ქართველები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ, სოფელ გუგუტიანთკარიდან, დიციდან და თამარაშენიდან საოკუპაციო ზოლის გადმოლახვას ვერ ახერხებენ, რადგან რუსეთის ჯარმა საოკუპაციო ზოლი გადაკეტა. 

"ჩვენ გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არსებობს, რადგან როგორმე მოახდინონ გარღვევა და მოქალაქეებმა მეორე მხარეს გადმოსვლა მოახერხონ, რათა არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ. 

მისივე ინფორმაციით, გუშინ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას გადმოსვლა შეუზღუდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები