ევროპის ოლიმპიური კომიტეტი

თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იმყოფება

olympics.ie

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე გვიდო დე ბონდი თბილისში იმყოფებიან.

ტაბულას ინფორმაციით, პატრიკ ჰიკი დედაქალაქში დაგეგმილი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანაზიცაიო საკითხებს გაეცნობა. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა საუბარი ქართულ მხარესთან სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

პატრიკ ჰიკი თბილისში ერთ დღეს დარჩება და შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თბილისის მერ გიგი უგულავასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანთან გამართავს. სტუმრები ასევე ოლიმპიურ სოფელსა და შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.  დაგეგმილია ასევე შეხვედრები თბილისი 2013-ის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან.

დღის ბოლოს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

კომენტარები