მარგველაშვილი-დიმიტროვის შეხვედრა

დიმიტროვი: ქვეყანა ყოველი არჩევნებით ევროპულ სტანდარტს თანდათან აკმაყოფილებს

BGNES

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ახლადარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანა ყოველი არჩევნებით ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროპულ სტანდარტებს თანდათან აკმაყოფილებს. მისივე შეფასებით, საარჩევნო პროცესი ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აისახება.

"საარჩევნო პროცესი ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აისახება, რადგან საქართველო ყოველი არჩევნებით ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროპულ სტანდარტებს თანდათან აკმაყოფილებს", - თქვა ფილიპ დიმიტროვმა.

დიმიტროვის თქმით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო. "საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ვისაუბრე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, გავცვალეთ იდეები, შეხედულებები ზოგად საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის - ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ", - აღნიშნა დიმიტროვმა.

ფილიპ დიმიტროვისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა. მარგველაშვილი ამ წუთებში ყაზახეთის ელჩს საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევს ხვდება.

კომენტარები