ნიუ იორკის მერის არჩევნები

ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატი ბილ დე ბლაზიო იმარჯვებს

ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატი ბილ დე ბლაზიო იმარჯვებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, ბლაზიომ ხმათა 73 პროცენტი მოაგროვა. მის რესპუბლიკელ კონკურენტს ჯო ლოტას მხარი ამომრჩეველთა 24 პროცენტმა დაუჭირა. ბლაზიო ნიუ იორკის ამჟამინდელ მერს მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგს შეცვლის. 

2010 წლიდან ბლაზიოს ნიუ იორკის საზოგადოებრივი დამცველის პოსტი უკავია, 2000 წელს კი, ის ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. დემოკრატი ბლაზიოს პრიორიტეტებში სოციალური უთანასწორობის შემცირება, სასკოლო განათლების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა შედის. ამ მიზნების მიღწევისთვის, ბლაზიო მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის გადასახადების აწევას აპირებს.

1993 წლის შემდეგ, ბილ დე ბლაზიო ნიუ იორკის პირველი დემოკრატი მერი იქნება.

კომენტარები