კბილაშვილის გადადგომა

მერაბიშვილი კბილაშვილზე: მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს

Reuters

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, განცხადებას გადადგომის შესახებ ეხმაურება.

"ამ ადამიანმა პროკურატურა აქცია ივანიშვილის პირადი შურისძიების ინსტრუმენტად. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის პირად დავალებებს რაც გულისხმობს, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, ალტერნატიული აზრის მოსპობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლას და მისი პოლიტიკური სივრციდან გაქრობას.

ამავე დროს, კბილაშვილმა თავის თავზე აიღო მწამებელი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება, რითაც დაფარა ბედუკაძისა და მისი ჯგუფის თანამშრომლობა "ქართულ ოცნებასთან".

მისი საქმიანობა მოკლედ შეიძლება შეფასდეს - რომ იგი იყო ოპონენტების ჯალათი და ჯალათების ადვოკატი.

მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს", - წერს მერაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები