საპარტნიორო ფონდი

კოვზანაძე: ლიკანში რიქსოსის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ლიკანში, ყოფილი მე-4 სამმართველოს ტერიტორიაზე რიქსოსის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მთლიანი მოცულობა 38.5 მილიონი აშშ დოლარი იქნება და ქართული და ყაზახური მხარეები ლიკანის განახლებულ კომპლექსში თანაბარი წილით იქნებიან წარმოდგენილები. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე თვის ბოლოს გაფორმდება, ხოლო პროექტი 2014 წლის ზაფხულისთვის დასრულდება. კოვზანაძის თქმით, ყაზახური მხარე საქართველოში ინვესტირების მასშტბის გაფართოებითაა დაინტერესებული. "კერძოდ, საგნობრივი დაინტერესება გამოიხატა სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურასა და ტურიზმში შემდგომი ინვესტირების მიმართულებით", - აღნიშნა კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ქართული მხარე ყაზახეთის მეწარმეთა ნაციონალური პალატა და საპარტნიორო ფონდი უახლოეს მომავალში დააფუძნებენ ერთობლივ ბიზნესსაბჭოს. 

 

კომენტარები