საქართველოს ნაკრები

ამისულაშვილი: ქეცბაიას ნაკრებში აღარ ვითამაშებ

0 კომენტარი
ფოტო: ks-samara.ru

ალექსანდრე ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა, რომელსაც სხვადასხვა დროს საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის კლუბებში უთამაშია, ამჯამად კი კრილია სავეტოვში ირიცხება, გაზეთ ლელოსთან ინტერვიუში განაცხადა.

ამისულაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 18 ნოემბერს თემურ ქეცბაიამ მის შესახებ განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ბიზნეს კლასით მგზავრობას მოითხოვა. ქეცბაიას თქმით, ამისულაშვილმა მას უთხრა რომ ნაკრებში თამაშით იღლება.

"თურმე, ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა. რაც შეეხება ქეცბაიას ნალაპარაკებს ჩემზე, ასეთ რამეს რა აზრი აქვს, როცა ვისზეც ლაპარაკობ, იქ არ არის და პასუხს ვერ გაგცემს? რაც მან ჩემზე ილაპარაკა, ამაზე აუცილებლად გავცემ პასუხს, ოღონდ მაშინ, როცა პირისპირ შევხვდები," - განაცხადა ალექსანდრე ამისულაშვილმა.

ფეხბურთელის თქმით, ის ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს.

"იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს," - აცხადებს ამისულაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც თემურ ქეცბაიას ნაკრების ფეხბურთელთან კომფლიქტი აქვს. ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდი ზურაბ ხიზანიშვილმა დატოვა, პირადი უთანხმოების გამო ქეცბაია ნაკრებში აღარ იწვევს ლევან ყენიასა და გოგიტა გოგუას, ხოლო ალექსანდრე იაშვილისა და ლევან კობიაშვილის აღარ გამოძახების გადაწყვეტილება, მწვრთნელმა თავად მიიღო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები