მთავრი პროკურატურა

მთავარი პროკურორის პოსტზე ფარცხალაძე ოფიციალურად დაინიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაცია ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

იუსტიციის მინისტრმა პრემიერს მთავრი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა რამდენიმე საათის წინ წარუდგინა. ამასთან, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებითაც მიმართა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა დანიშნა.

ცვლილებების ძალაში შესვლამდე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.

კომენტარები