ნარმანია: გამოვყავით 41 პრობლემა და მას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით

mrdi.gov.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, რომელიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2014 წლის მერობის არჩევნების კანდიდატად დაასახელა, სამინისტროში სპეციალური ბირფინგი მოიწვია და განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, კოალიციამ გამოყო 41 პრობლემა და მას 41 ამოცანით დაუპირისპირდებიან.

"მე ვადასტურებ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ჩემსა და კოალიციის ხელმძღვანელობას შორის. მე ვადასტურებ ამას და გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ამ შემთხვევაში ეს არჩევანი არის ის, რომ დედაქალაქში არსებულ რთულ პრობლემებს და გამოწვევებს შევეჭიდო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიცხადებენ ნდობას.

ერთი მხრივ ვიცი, რომ ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის, იყო საკუთარი პრობლემებით დატვირთული დედაქალაქის მერი, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ძალიან დიდი პატივი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მე ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა.

მე ძალიან კარგად ვიცნობ დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას, წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვატარებდი მონიტორინგს დედაქალქში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე მოვლენების შესახებ. კარგად ვიცნობ იმ პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება და კარგად ვიცნობ იმ ხარვეზებს რაზეც უნდა იყოს მიმართული ჩენი კოალიციის მხირდან დასახელებული დედაქალქის მერის საქმიანობა.

ეს ყველაფერი ჩემის მხრიდან ბოლო დღეეების განმავლობაში კიდევ ერთხელ იქნა გაანალიზებული. ჩვენ გამოვყავით 41 პრობლემა, რომელსაც 41 ამოცანით დავუპირისპირდებით",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები