საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: timer.ge

კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი დააკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხურვალეთში მცხოვრები 24 წლის მალხაზ ვანიშვილი და 28 წლის გოჩა მაყიშვილი მეორე დღეა არავის უნახავს.  გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების დაკავების მიზეზი კვლავ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაა. მათი ადგილსამყოფელი პოლიციისა და ოჯახისათვის დღეს დილით გახდა ცნობილი.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაკავებული ქართველები ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები