ხანუქას დღესასწაული

ანტისემიტური დანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

ორმა მოქალაქემ, თავისუფლების მოედანზე, სადაც დღეს ხანუქას დღესასწაულის ბოლო დღე აღინიშნებოდა, პლაკატები ჩამოხია და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. ნეტგაზეთის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

ამასთანავე, თავისუფლების მოედნაზე 20-მდე ადამიანი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას აპროტესტებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები. მათი თქმით, მაშინ როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს, ხანუქას დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიება მათთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით, ისინი ცდილობდნენ კონცერტის ჩაშლას.

თავისუფლების მოედანზე სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს და ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

კომენტარები