ჯამფ სთრითის 22

ფილმის ”ჯამფ სთრითის 22” ტრეილერი

0 კომენტარი

ინტერნეტში ფილმის, ”ჯამფ სთრითის 22” ტრეილერი გამოჩნდა. ნამუშევარი 2012 წელს გამოსული  ფილმის ”ჯამფ სთრითის 21” პირდაპირი გაგრძელება იქნება და მასში მთავარ როლებს კვლავაც ჯონა ჰილი და ჩანინგ ტატუმი შეასრულებენ.

ფილმის მთავარი პერსონაჟები შმიდტი და ჯენკო ამჯერად კოლეჯში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძოლებენ. ისევე როგორც პირველი ნამუშევრის შემთხვევაში, აქაც ისინი უამრავ სასაცილო და უცნაურ ისტორიაში გაეხვევიან.

”ჯამფ სთრითის 22” 2014 წლის 13 ივნისს გამოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები