NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, ნოემბერში გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა. 35% აღნიშნულ კითხვაზე უარყოფით პასუხს სცემს, 10%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ იმ გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატიაა, წინა კვლევებთან შედარებით, გაიზარდა. კერძოდ, 2013 წლის სექტემბერში NDI-ს მიერ გამოკითხულთა 44% ფიქრობდა, რომ საქართველოში არის დემოკრატია, 2013 წლის ივნისში აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხი 38%-ს ჰქონდა, ხოლო 2013 წლის მარტში - 43%-ს. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები