შეთანხმება ასოცირების შესახებ

ევროკავშირი საქართველოსთან შეთანხმებას ხელს აგვისტომდე მოაწერს

ewea.org

ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან და მოლდოვასთან შესაძლოა ხელი მომავალი წელია აგვისტომდე მოეწეროს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.

„საქართველოსა და მოლდოვას მოქალაქეებს ევროკავშირთან დაახლოების სურვილი აქვთ. ჩვენ გვსურს მათთან შეთანხმების ხელმოწერა დავაჩქაროთ და ეს არა უგვიანეს აგვისტოს თვისა გავაკეთოთ", - განაცხადა ვან რომპეიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი მოაწერონ ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან, როგორც კი ქვეყანა ამისთვის მზად იქნება. მან ასევე განაცხადა: „რასაც ჩვენ მაიდანზე ვხედავთ არის სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის. თავისუფლების ეს წყურვილი არ გაქრება", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

კომენტარები