აშშ-ის დაზვერვა

ედვარდ სნოუდენი: ჩემი მისია შესრულებულია

0 კომენტარი
ფოტო: washingtonpost.com

აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი The Washington post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი მისია შესრულებულია.

„მე არ მინდოდა საზოგადოების შეცვლა, მე მინდოდა საზოგადოებისთვის მიმეცა შანსი, თავად გადაეწყვიტა შეცვლილიყო თუ არა“, - ამბობს სნოუდენი.

დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორის თქმით, მას ასევე სურდა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, თუ როგორ იმართებიან ისინი ხელისუფლებისგან.

სნოუდენის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას ცდილობს და თუ ვინმეს უღალატა, უღალატა ხალხის სასიკეთოდ.

შეგახსენებთ, რომ ედვარდ სნოუდენმა ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა. დოკუმენტების მიხედვით, ამერიკული სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდნენ, ისმინებოდა მსოფლიოს 35 ლიდერის სატელეფონო საუბრები.

აშშ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გავრცელებაში სდებს ბრალს, თუმცა სნოუდენი ამჟამად რუსეთში იმყოფება.

რუსეთის ხელისუფლებამ დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორს თავშესაფარი აგვისტოში მიანიჭა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები