დინამო თბილისი

დინამოდან სამი ფეხბურთელი წავიდა, შვიდი კი ტრანსფერზეა დაყენებული

დინამო თბილისი

საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისში საკადრო ცვლილებებია. გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ ეტაპზე უკვე სამმა ფეხბურთელმა - ლევან ხმალაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და ირაკლი ლექვთაძემ დატოვა. აღსანიშნავია, რომ შაშიაშვილი დინამოში დარჩება და მუშაობას საფეხბურთო აკადემიაში დაიწყებს.

კლუბმა ასევე ტრანსფერზე დააყენა შემდეგი ფეხბურთელები: გიორგი მერებაშვილი, გიორგი სეთურიძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გივი კვარაცხელია, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მიქაბერიძე და დავით ხოჭოლავა.

კომენტარები