თურქეთის მთავრობა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

თურქეთის პრემიერმინისტრმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით თურქეთის ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრები თანამდებობიდან გადადგნენ. 

გასულ კვირას ჩატარებული ანტიკორუფციული სპეცოპერაციის დროს ხელისუფლებასთან დაახლოებული 50-მდე პირი დააკავეს, მათ შორის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელი და მინისტრების შვილებიც იყვნენ. მათ ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი. ერდოღანმა სპეცოპერაციას მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია უწოდა, მისი განცხადებით, შიდა და გარე ძალები თურქეთის განვითარების მიმართულების შეცვლას ცდილობენ. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ერდოღანის მთავრობამ პოლიციის ათეულობით მაღალჩინოსანი სამსახურიდან დაითხოვა.

სტამბოლში, კორუფციულ სკანდალს ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა, სადაც გუშინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მთავრობის გადაყენების მოთხოვნით გამართული აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

 

კომენტარები