პატრიარქის ეპისტოლე 2014

სუბარი: პატრიარქს ოჯახის სიწმინდეზე ასეთი აქცენტები შემთხვევით არ გაუკეთებია

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, პატრიარქს თავის საშობაო ეპისტოლეში "ოჯახის სიწმინდეზე ასეთი აქცენტები შემთხვევით არ გაუკეთებია". მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის თითქმის 90% ამ ეკლესიის შვილია, ამ დროს, მისი მღვდელმთავრის სიტყვები უნდა მივიღოთ, რადგან სწორედ ოჯახის სიმტკიცეა ქვეყნის და ქრისტიანობის სიმტკიცის საფუძველი", - ამბობს სუბარი. 

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება".

კომენტარები