არადამიანური მოპყრობა

სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები გაამართლა

გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი პატიმრის პეტრე ოვანოვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, ქსნის ციხის ყოფილი დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაამართლა. მოსამართლე ნინო გერგაულის გადაწყვეტილებით, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

პეტრე ოვანოვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული იყვნენ ქსნის ციხის ყოფილი დირექტორი შოთა თოლორდავა, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები დიმიტრი ჩხეიძე, გიორგი ფარჯანაძე და ლევან ლეჟავა.

დიმიტრი ჩხეიძე დღემდე ძებნილად ითვლებოდა, ხოლო დანარჩენი სამი ბრალდებული პატიმრობაში იმყოფებოდა. 

პეტრე ოვანოვი, რომელიც სასჯელს ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებაში იხდიდა, ციხის მაშინდელ ხელმძღვანელობას მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, კერძოდ, ხელკეტით გაუპატიურებასა და წამებაში ადანაშაულებდა.

სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები