Human Rights Watch-ის ანგარიში

Hrw: მერაბიშვილის დაკავებამ პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ ეჭვი გააჩინა

Human rights watch საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ზოგიერთ დამკვირვებელს საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ ეჭვები გაუჩინა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს პროკურატურამ წარსულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული 20 ათასზე მეტი საჩივრის საფუძველზე 35 ყოფილ მაღალჩინოსანზე გამოძიება დაიწყო. თუმცა Human rights watch აღნიშნავს, რომ პროკურატურას არ აუხსნია კრიტერიუმები, რის მიხედვით წყვეტდა თუ რომელი საქმე გამოეძიებინა.

კომენტარები