დოლარიზაციის კოეფიციენტი

დოლარიზაციის კოეფიციენტი, 2013 წლის 1 დეკემბერთან შედარებით გაზრდილია

www.torange.us

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2014 წლის 1 იანვრისთვის 59.85% შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის 1 დეკემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2% შეადგინა. აქედან ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.3%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.4%. ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80%, ხოლო ევროს წილმა - 17.4% შეადგინა. 

კომენტარები