საწვავის ფასი

ივანიშვილი: მონოპოლიებსა და საწვავის თემებზე მუშაობა რთული გამოდგა

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაპირებების შესრულებას ძალიან მტკივნეულად უყურებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე იმედის ჟურნალისტმა მას შეახსენა ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ქართული ოცნების მაშინდელი ლიდერი ამბობს, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფასები როგორც პროდუქტზე, ისე საწვავსა და ელქტროენერგიაზე დაიწევს, რადგან მონოპოლიები აღარ იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლის თქმით, მონოპოლიებსა და საწვავის თემაზე მუშაობა რთული აღმოჩნდა.

"ჩემი პრემიერობის პროცესშივე, გარკვეული ფასდაკლებები მოხდა ელექტროენერგიაზეც და გაზზეც. რაც შეხება მონოპოლიას და, საერთოდ, რაც შეეხება საწვავს, რამდენიმე კომპანია აწვდის ამას საქართველოს და ამაზე მუშაობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე მე წარმომედგინა. აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც მომიწია ამაზე ურთიერთობამ, რამეთუ ტრანზიტული ფუნქცია, რაც საქართველოს გააჩნია, უნდა აღდგეს ბოლომდე. ეს ფუნქცია ლამის 0-მდე იყო მიყვანილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ათი პროცენტი აღარ მოდიოდა იმ ტვირთისა, რაც უნდა მოსულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს სატრანზიტო ფუნქცია საინტერესოა ორივე ქვეყნისთვის და მაქსიმალურად, ყოველგვარი მონოპოლიზმი და ჩარევა უნდა დამთავრდეს. კოლოსალური სამუშაოები ჩატარდა და გრძელდება დღესაც. გუშინწინაც, მე მქონდა შეხვედრა და ამ თემაზე ვსაუბრობდით ზუსტად, ბაქოში იყო ჩასული ის ჯგუფი, ვინც მუშაობს თანაინვესტირების ფონდში და ტრანზიტის თემები, ასევე, გაზის რაოდენობის გაზრდის, მათ შორის, რუსეთიდან -  ეს თემები მუშავდება. ტრანზიტის თემა მონოპოლიზებული იყო აქამდე. ჩატარდა ძალიან  დიდი სამუშაოები და გრძელდება. ამის შემდეგ, საქართველო მიიღებს სტრატეგიაში და დიდი ხნის განმავლობაში, რომ ჩვენმა სატრანზიტო ფუნქციამ და უნიკალურმა ადგილმდებარეობამ დივიდენდები უნდა მოუტანოს ქვეყანას. ამაზე ყველაზე მეტი ვიმუშავეთ და გრძელდება მუშაობა. ის, რომ ფასები მერყეობს, რაღაც ეტაპზე დაიწია, ახლა ისევ გაიზარდა, მარტო მონოპოლიებს რომ დავაბრალოთ, სწორი არ იქნება. საგარეო ბაზარსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება", - თქვა ივანიშვილმა.

 

კომენტარები