საქართველო-რუსეთი

პუტინის პრესმდივანი მარგველაშვილთან მის შეხვედრას „არ გამორიცხავს“

telegraph.co.uk

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა არ გამორიცხა, უახლოეს მომავალში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს. სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, სოჭში ჟურნალისტებთან საუბრისას დმიტრი პესკოვმა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ ვლადიმირ პუტინი ოლიმპიადის ფარგლებში შეხვდეს თავის უკრაინელ კოლეგას. ჟურნალისტის კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ანალოგიური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ "ამას ვერ გამოვრიცხავთ".  

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობას სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალური დელეგაცია არ გაუგზავნია. ქართულ დელეგაციას ოლიმპიადაზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს. 

კომენტარები