უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი

0 კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი დავით ქავთარაძე, შპს ტომატოს დირექტორი ალექსანდრე ილაშვილი, ამავე შპს-ს ბიზნესპარტნიორი ალესანდრე რობაქიძე და მათი მოკავშირე ფიზიკური პირი ადალეთ ბაირამოვი დააკავეს.

"გამოძებამ დაადგინა, რომ დავით ქავთარაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა და უპირატესობას შპს ტომატოს წარმომადგენლებს ალექსანდრე რობაქიძესა და ალექსანდრე ილაშვილს ანიჭებდა. იგი შპს ტომატოს საექსპორტოდ გასატან ტვირთებზე ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს ყოველგვარი შემოწმებისა და დათვალიერების გარეშე გასცემდა. დავით ქავთარაძე აღნიშნულის სანაცვლოდ შპს ტომატოს წარმომადგენლებისგან გარკვეულ თანხას იღებდა.

თავის მხრივ, შპს ტომატოს წარმომადგენლები ფიზიკურ პირთან, ადალეთ ბაირამოვთან წინასწარი შეათანხმებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისათვის წარმოშობის ქვეყნის შეცვლის მიზნით, აყალბებდნენ ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტაციას საბაჟო ორგანოებში წარადგენდნენ", - აცხადებს შსს.

გამოძება დავით ქავთარაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე, ხოლო ალექსანდრე ილაშვილის, ალესანდრე რობაქიძის და ადალეთ ბაირამოვის მიმართ გამოძება ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები