თემურ ქეცბაიას ხელფასი

თემურ ქეცბაიას ხელფასი 30%-ით შეუმცირდა

0 კომენტარი
თემურ ქეცბაია ფოტო: ტაბულა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ხელფასი 30%-ით შეუმცირდა. აღნიშნული დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა. მისი თქმით, ხელფასი ქეცბაიასთან შეთანხმებით შემცირდა.

"25 იანვრამდე იყო ლაპარაკი ქეცბაიას ხელფასზე. მისთვის ხელფასის გადახდა არაფრის ხარჯზე არ გვიწევს. ჩვენ, როგორც ნორმალური ორგანიზაცია, ვგეგმავთ ჩვენს სახელფასო ფონდს წლის ბოლოსთვის. სულ იყო ლაპარაკი მის ხელფასზე და მოვითხოვეთ, რომ ამის გადაწყვეტის საშუალება შიგნით მოგვცემოდა. შესაბამისად, ქეცბაიასთან ჩვენ ვილაპარაკეთ და გადაწყდა, რომ ხელფასი 30%-ით შეუმცირდება. ასევე, მისთვის ხელფასის გადახდა სამი ეტაპად მოხდება 2014 წელს, რადგან ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყოველთვიურად ვუხადოთ ხელფასი. ხელფასის ბოლო ნაწილს 2014 წლის დეკემბერში ჩავურიცხავთ", - აღნიშნა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას აქამდე ხელფასს უხდიდა სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა სამინისტრო. ქეცბაიასა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წლიური ხელფასი 2 520 000-ს შეადგენდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები