ხუდონჰესის მშენებლობა

ღარიბაშვილი: თუ ვერ ვუხსნით მოსახლეობას ხუდონის მნიშვნელობას, ჩვენი პრობლემაა

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

ხუდონჰესის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"მესმის იმ ადამიანების მღელვარების მიზეზი და მათი შეშფოთება. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, მათ აქვთ ჯერ კიდევ კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით. უნდა განვუმარტოთ, რა სარგებელს მოუტანს, რა რისკები არსებობს თუ არსებობს, რამდენად პერსპექტიული და სასარგებლოა მათი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის. ასევე, მათი პრობლემების გადაჭრის რეალური გზები უნდა იქნას გამონახული - ყველა გზა უნდა გამოვნახოთ, რომ არცერთ ადგილობრივ მოქალაქეს არ დარჩეს კითხვა, რომ ეს პროექტი არის გაუაზრებელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით,  "ეს პროექტი მოიტანს რეალურ აყვავებას სვანეთის რეგიონისთვის - ძალიან დიდ შემოსავლებზეა საუბარი - თუ ჩვენ ვერ ვუსნით მათ, რომ ეს პროექტი არის აუცილებელი, ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩვენ ერთდ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები - ადამიანებზე ზეწოლას არ დავუშვებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ინვესტორებთან და ამ ადამიანების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები