ავიაკატასტროფა ალჟირში

ალჟირში ავიაკატასტროფისას 77 ადამიანი დაიღუპა, 1 კი გადარჩა

0 კომენტარი
ავიაკატასტროფის ადგილი ალჟირში ფოტო: AFP

ალჟირში 11 თებერვალს მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან 77 ემსხვერპლა. ერთადერთი გადარჩენილი სამხედრო კი ქალაქ კონსტანტინის ჰოსპიტალში თავის მძიმე ტრავმითაა მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 103 დაღუპულის შესახებ, რაც არ დადასტურდა.

სამხედრო თვითმფრინავ C-130 Hercules-ის ბორტზე ალჟირელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები. თვითმფრინავი ქალაქ ტამანრასეტიდან კონსტანტინში მიფრინავდა და ფრენის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მთას შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა მთიან რეგიონში მოხდა, კატასტროფის მომენტში კი ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო. ჯერჯერობით, კატასტროფის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.

ალჟირის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები