ტაბულა ვები

ტაბულა პრემიერსა და მკითხველს დაშვებული შეცდომისთვის ბოდიშს უხდის

ტაბულა

ტაბულას რედაქცია ბოდიშს უხდის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მკითხველს, 12 თებერვალს, ინტერნეტგვერდ tabula.ge-ზე გამოქვეყნებული ნიუსის სათაურსა და ტექსტში, პრემიერმინისტრის ციტატის არასწორად მოყვანისთვის.

ტაბულა ფაქტების მიუკერძოებლად, ზედმიწევნით ზუსტად და დაუმახინჯებლად გადმოცემის სტანდარტის ერთგულია. რედაქცია ვერ დაუშვებს, ერთი ჟურნალისტის შეცდომის გამო ჩრდილი მიადგეს მის თანამშრომლებს, სწორედ ამიტომ, მორიგე ჟურნალისტი, რომელმაც პრემიერმინისტრს მიაწერა ის, რაც მას არ უთქვამს, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ნიუსი სათაურით: "ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში" - უკვე წაშლილია.

იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობაც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ შეცდომებს, როგორც ტაბულას რედაქცია.

კომენტარები