საწვავის ფასი

ხადური: საწვავზე ფასის ზრდას 1%-იც არ შეუდგენია

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, საწვავზე ფასის ზრდას 1%-იც არ შეუდგენია. აღნიშნული მან მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე თქვა. 

”დოლარის კურსთან მიმართებაში ზოგიერთი ჩვენი კოლეგა აცხადებდა, რომ საწვავი 19%-ით გაძვირდა. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შევიკავოთ. საწვავის გაძვირებას 1%-იც კი არ შეუდგენია, ამიტომ ასეთი ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა, ალბათ კარგი არ არის", - თქვა ხადურმა.

კომენტარები