განზრახ მკვლელობა

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი დიმიტრი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქარელის რაიონში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2014 წლის 14 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, 1945 წელს დაბადებულ ზინაიდა ი-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ზინაიდა ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

კომენტარები