დაძაბულობა ყირიმში

კრაუტჰამერი: პუტინს არ ეშინია, რადგან დასავლეთს ლიდერი არ ყავს

Charles Krauthammer

ყველა შოკშია ობამას სუსტი გამოსვლით - განაცხადა ამერიკელმა პოლიტიკურმა კოკენტატორმა ჩარლზ კრაუტჰამერმა ყირიმში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე.

კრაუტჰამერის აზრით ობამას გამოსვლა ნიშნავდა იმას, რომ აშშ არაფერს გააკეთებს უკრაინის რუსეთის აგრესიისგან დასაცავად. მისი თქმით ობამა უფრო მეტად კონკრეტული უნდა ყოფილიყო თუ ”რა ფასის” გადახდა მოუწევს რუსეთს უკრაინაში არეულობის გამწვავებისთვის.

”ობამამ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დესტაბილიზაციაა, რომელიც რუსეთის ინტერესებში არ შედის. ის ეუბნება პუტინს რა შედის მის ინტერესებში ? მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პუტინმა იცის რა აინტერესებს, მას გამოთვლილი აქვს ყირიმის მნიშვნელობა, ყირიმს უკრაინას მოაშორებს და რუსეთის კოლონიად აქცევს. ეს არის რუსეთის ინტერესებში იმიტომ, რომ მან იცის დასავლეთის არ უნდა ეშინოდეს. დასავლეთი მისთვის არ არის საშიში, რადგან მას წინამძღოლი, ლიდერი არ ყავს. მისი ლიდერი კი აშშ უნდა იყოს” - განაცხადა კრაუტჰამერმა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში მიმდინარე მოვლენებზე ბარაკ ობამამ განცხადება გააკეთა სადაც აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია იქ მიმდინარე მოვლენებით და რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, მოსკოვს ”ფასის გადახდა მოუწევს”.  ობამას კონკრეტულად არაფერი უთქვამს, თუ რა ფასიდა დამსჯელ ღონისძიებები იგულისხმა.

 

კომენტარები