”ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ბერკეტი, რომ ათასობით ადამიანს მოუსმინოს, თუმცა რამდენად გამოიყენება პრაქტიკაში, მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”, - ამის შესახებ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი დასარეგულირებელია.
”საკანონმდებლო ჩარჩო არის შესაქმნელი, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში, რომელიც დაარეგულირებს და იქნება ზუსტად გაწერილი, თუ ვის ევალება, რა შემთხვევაში შეუძლიათ იგივე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, მოახდინონ ფარული მიყურადება”, - აცხადებს სახალხო დამცველი.





