ივა ჩიღვინაძის საქმე

შსს-მ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე დააკავა

RFE/RL

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას იარაღი გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლების გარეშე. ჩიღვინაძე თამარაშვილის ქუჩაზე აიყვანეს.

ჩიღვინაძე დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო და 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ვაკეში, ჩეხეთის საელჩოსთან დააკავეს. პოლიციის განცხადებით, ივა ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის ესკორტის ორი მანქანიდან ერთ-ერთს მართავდა, რომელიც რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შეჯახების დროს ერთი პოლიციელი გარდაიცვალა.

ივა ჩიღვინაძეს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს.

ის სასჯელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა. ჩიღვინაძემ საპატიმრო 2012 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა.

კომენტარები