საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი

პრემიერი: შეგვიძლია, ინვესტორებს 900-მილიონიანი ბაზარი შევთავაზოთ

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში მომუშავე ბიზნესმენებს ინვესტიციების დასაბანდებლად 900 -მილიონიან ბაზარს და ლიბერალურ საგადასახადო სისტემას სთავაზობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე განაცხადა.

”ინვესტორებს საქართველოში ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ადგილმდებარეობა და 900-მილიონიანი ბაზარი. ამის გარანტიაა შეღავათების ზოგადი სისტემა 8 ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა 2014 წლის სექტემბრიდან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან და თურქეთთან.

ნება მომეცით, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვა მოგცეთ, რომ საქართველოში თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული”,-განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

კომენტარები