2008 წლის აგვისტოს ომი

აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა 2008 წლის 7-14 აგვისტოს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია გამოაქვეყნა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სია აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა. ინტერპრესნიუსის ცნობით, სესიაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი პარლამენტის არქივში ინახება.

სიის მიხედვით, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქვეყანაში 8 აგვისტოს დაბრუნდა. უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი გიგა ბოკერია კი, საქართველოში 9 აგვისტოს დაბრუნდა, გასვლის თარიღი მითითებული არ არის.

ნინო კალანდაძე ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ქვეყნიდან მომდევნო გასვლის თარიღი კი, სიაში მითითებული არ არის.

დავით ბეჟუაშვილი საქართველოდან 7 აგვისტოს გავიდა და შემოვიდა 11 აგვისტოს, ხოლო 15 აგვისტოს კვლავ გავიდა წითელი ხიდიდან.

ეკა ტყეშელაშვილი ქვეყნიდან გავიდა 13 აგვისტოს და დაბრუნდა 15-ში.

დიმიტრი გვინდაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს და დაბრუნდა 10 აგვისტოს.

ალექსანდრე ხეთაგური ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს წითელი ხიდის გავლით, შემოსვლის თარიღი სიაში არ არის მითითებული.

ბაკურ კვეზერელი 9 აგვისტოს დაბრუნდა ქვეყანაში.

გიორგი ღვინიაშვილი ქვეყანაში, ვალეს გავლით 11 აგვისტოს დაბრუნდა, თუმცა როდის გავიდა ქვეყნიდან, უცნობია.

ნიკოლოზ რურუა ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, წითელი ხიდის გავლით.

გიორგი მელაძე ასევე საქართველოში შემოვიდა 9 აგვისტოს.

მარიკა ვერულაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა 7 აგვისტოს.

კობა სუბელიანი საქართველოში დაბრუნდა 10 აგვისტოს.

გიგი წერეთელი 7 აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, 9 აგვისტოს კი დაბრუნდა.

კობა ნაყოფია ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, ქვეყანაში შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის. ბეჟან ხურციძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 7 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი სიაში მითითებული არ არის.

რომან მარსაგიშვილი ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი კი უცნობია. მერაბ სამადაშვილი სადახლოს გავლით ქვეყნიდან 12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა.

დეპუტატი ირაკლი ქავთარაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი უცნობია.

კანდიდ კვიციანი ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, 11 აგვისტოს კი დაბრუნდა.

დილარ ხაბულიანი ქვეყნიდან 8 აგვისტოს გავიდა, შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის.

სიაში ორი გიორგი თარგამაძეა მითითებული. მათ სხვადასხვა პირადი ნომერი აქვთ. გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01005002431 ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ხოლო მეორე გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით - 01024011110 ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს და დაბრუნდა 8 აგვისტოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები