ეგვიპტე

სასამართლომ ეგვიპტეში 529 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

0 კომენტარი
ფოტო: Amnesty International

ეგვიპტეში მინიას სისხლის სამართლის სასამართლომ 529 ადამიანი სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მათ ბრალი ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მხარდაჭერაში და მორსის ჩამოგდების შემდეგ, 2013 წლის ივლისში,მომხდარ ძალადობაში ედებათ. Amnesty International-ის განცხადებით ეს გროტესკული განცხადება ეგვიპტის სასამართლოს სელექციურობას და სასამართლო სისტემის გაუმართაობას ადასტურებს. 

"ეს უსამართლობაა გადაწყვეტილებაა და სიკვდილით დასჯის ეს განკარგულება უნდა გაუქმდეს. ერთი გადაწყვეტილებით,  ერთ წელიწადში, სიკვდილის დასჯის ეს სიდიდე ეგვიპტეს ყველაზე წინ აყენებს იმ ქვეყნებს შორის სადაც სიკვდილით დასჯა დაშვებულია", - განაცხადა ჰასიბა ჰადჯი საჰრაუიმ, Amnesty International-ის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ოფისიდან. 

ეგვიპტის ხელისუფლება არ ავრცელებს სიკვდილით დასჯის და აღსრულების მონაცემებს, მიუხედავად Amnesty International-ის მოთხოვნისა. ორგანიზაციის თქმით ეგვიპტის სასამართლომ 2013 წელს სიკვდილის დასჯის 103 გადაწყვეტილება გამოიტანა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები