NATO-საქართველოს ურთიერობა

ობამა: საქართველო და უკრაინა NATO-საკენ მიმავალ გზაზე არ დგანან

0 კომენტარი
ფოტო: washingtonpost

არც საქართველო და არც უკრაინა, ახლა NATO-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში, ევროკავშირის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ასეთი პასუხი გასცა ობამამ  ჟურნალისტის  კითხვას იმის შესახებ, როგოს აისახება უკრაინის კრიზისი ნატოს გაფართოების შანსებზე.  

ობამამ ასევე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში NATO-ს გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას არ გეგმავს. 

ობამამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა მას პირად საუბარში უთხრეს, რომ უკრაინის NATO-ს პოტენციური წევრობა, მათი შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზია.

”არც უკრაინა და არც საქართველო ახლა NATO-ს წევრობის გზაზე არ დგანან. ასევე მსურს გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში NATO-ს გაფართოების გეგმა არ არსებობს. მე ვიცი, რომ, სულ მცირე, კულისებში, რუსეთი ღელავდა იმაზე, რომ უკრაინა NATO-ს პოტენციური წევრი ქვეყანა იყო. რუსეთსა და უკრაინას კომპლექსური ურთიერთობა აქვთ და ვფიქრობ, ამის ბრალია, რომ ფორმალურად უკრაინას NATO-სთვის გაწევრიანების სურვილით არასოდეს მოუმართავს. ვფიქრობ ეს, უახლოეს მომავალშიც ასე დარჩება.  

როგორც გუშინ განვაცხადე, NATO-ს წევრ ქვეყნებთან ჩვენ ვალდებულებები გვაკავშირებს, მათ შორის, სამხედრო დახმარებაც. რაც შეეხება არაწევრ ქვეყნებს, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნებს, რაც ეფუძნება ჩვენს რწმენას იმ პრინციპებისა და იდეალებისადმი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩათვლით”, - განაცხადა ობამამ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები