აქცია პუშიკინის სკვერში

რუსეთის მომხრეების და მოწინააღმდეგეების დაპირისპირებისას სამი პირი დააკავეს

პუშკინის სკვერში გამართულ აქციაზე გავრცელებული ინფორმაციით აქციის მონაწილე  3 პირია დაკავებული. აქ  რუსეთის მხარდამჭერ აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია დედამიწა ჩვენი სახლიას წევრები მართავდნენ. პარალელურად კონტრაქციაც მიმდინარეობდა, რომელშიც თავისუფალი ზონის წევრები და რუსეთის მოწინააღმდეგე მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

ორი აქციის მონაწილეებს შორის ფიქიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ტაბულას თავისუფალი ზონის წევრებმა განუცხადეს, დაკავებულია მათი ორგანიზაციის წევრი გიორგი რუხაია. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ცოტნე მამულაშვილია, უცნობია მესამე  დაკავებულის ვინაობა. ტაბულას ჟურნალისტის ცნობით, ამ დროისთვის აქცია სრულდება. 

კომენტარები