სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი ჰესების მშენებლობის კანონიერებას სწავლობს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში დაგეგმილი ხუდონის და აჭარაში, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობის კანონიერების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სავარაუდო დარღვევის საკითხებს სწავლობს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, სახალხო დამცველის ყურადღების ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის კუთხით არსებული ვითარება. 

ამასთან, უჩა ნანუაშვილმა ენერგეტიკის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს რეკომენდაციით მიმართა. როგორც ომბუდსმენმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ნორმებით ნაკისრი ვალდებულებებით, ასევე უნდა მოხდეს გარემოს დაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამ უფლებების უზრუნველსაყოფად მოქმედ კანონმდებლობაში დეტალური პროცედურები უნდა გაიწეროს.

ადამიანის უფლებების კუთხით 2013 წლის მდგომარეობის შესახებ 633-გვერდიან ანგარიშს სახალხო დამცველი პარლამენტს დღეს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დოკუმენტში საუბარია ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ, რაც გასულ წელს საქართველოში მოხდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები