თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი

საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

ახალციხის მეცხრე არხი

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ უფლებამოსილებაშეჩერებულ მერ გიგი უგულავას კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსასვლელთან ახლოს მიიყვანა მანქანა, უსაფრთხოების მიზნით კორდონიც კი გააკეთა, თუმცა მანქანაში ჩაჯდომამდე უგულავას კვერცხები მაინც დაუშინეს. როგორც კადრებიდან ჩანს, უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს კვერცხი არ მოხვედრია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის წინააღმედგ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს. სხდომა 12 საათზე დაიწყო. აქტივისტები უგულავას სასამართლოს შენობასთან რამდენიმე საათი ელოდნენ. გიგი უგულავამ მოსამართლეს სხდომისას მიმართა, რომ უსაფრთხოების მიზნით პოლიცია გამოეძახა.

კომენტარები