ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის აქციის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდში შეკრებილ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს მათი მოწინააღმდეგე პირები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთ ქალბატონს კი წითელი სითხე შეასხეს.

ინციდენტის შემდეგ აქცია დაიწყო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მომხრეებთან ერთად პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია ესწრებიან. 

კომენტარები