ფილმის იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები დასკვნითი ტრეილერი

ფილმის იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები საბოლოო ტრეილერი გამოვიდა.

იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები, იქს ადამიანები: პირველი კლასის გაგრძელება იქნება. ფილმის სიუჟეტი შორეულ მომავალსა და წარსულში პარალელურად განვითარდება. მომავალში მუტანტები საშინელ ომში არიან ჩართულები, რომელშიც სულ მალე დამარცხდებიან, მაგნიტო და პროფესორი იქსი, ისტორიული მოვლენების შესაცვლელად Wolverine-ს წარსულში გაუშვებენ.

ფილმის რეჟისორი ბრაიან სინგერია. ”ჩვეულებრივი ეჭვმიტანილების” რეჟისორი იქს ადამიანებზე გადაღებული პირველი ორი ფილმის შემქმნელიცაა. 

ნამუშევარში მთავარ როლებს ჰიუ ჯექმენი, მაიკლ ფასბინდერი, ჯეიმს მაკევოი, იან მაკელენი, ელენ პეიჯი, პიტერ დინქლეიჯი შეასრულებენ. 

ფილმის ”იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები” კინოგაქირავების მიუხედავად, ფრენჩაიზის შემდეგი ფილმი უკვე დაგეგმილია და იქს ადამიანებისა და ძლევამოსილი მუტანტის აპოკალიფსის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. 

იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები 2014 წლის 23 მაისს გამოვა. 

კომენტარები