სტომატოლოგიური კლინიკები

ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ კლინიკებს

საქართველოში არსებული ყველა სტომატოლოგიური კაბინეტი 1 მაისიდან ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება. დოკუმენტის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის 13 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მახათაძემ წარმოადგინა, კაბინეტების პანდუსით უზრუნველყოფა და ერთ ბორმანქანაზე 14 კვ.მ-ის გამოყოფა სავალდებულო ხდება.

კლინიკა DENTEFFECT უკვე 15 წელია, ფუნქციონირებს. მისი ცენტრალური ფილიალი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და ფართობი 320 კვ.მ-ია - ახალ რეგულაციებს გაუმკლავდება. სხვა ვითარებაა მეორე ფილიალის შემთხვევაში, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთ კორპუსშია განთავსებული. კლინიკის მეპატრონის ნუკრი დალაქიშვილის განცხადებით, ვარკეთილის ფილიალი ახალ რეგულაციებს ვერ დააკმაყოფილებს და დაიხურება. ექიმი გიორგი ბარბაქაძე კი ერთ-ერთი იქნება, რომელიც უმუშევარი დარჩება.

რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე ქირურგები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, ეკონომისტი და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე - სიუჟეტში ნახავთ.

კომენტარები